ლოჯისტიკის ხელმძღვანელის ასისტენტი
08-07-2026 - 08-08-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

"wegroup"-ი არის თანამედროვე დინამიური საცალო ვაჭრობის ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში 15 წელია მოღვაწეობს სამკაულების და აქსესუარების სექტორში, მაღაზიების ქსელით MANDARINA და REDBERRY, ექსკლუზიურად წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდებს: SOKOLOV, Uneaerre, NOMINATION, Nature Bijoux, Ori Tao. კომპანია წარმოდგენილია 13 მაღაზიით თბილისში და ასევე, ონლაინ მაღაზიით - Myredberry.ge და Mandarina.ge

ჩვენი მისიაა მივაწოდოთ მაღალი ხარისხის პროდუქტები და მომსახურება ჩვენს მომხმარებლებს, ხოლო თანამშრომლებს შევუქმნათ განვითარებაზე ორიენტირებული გარემო. ჩვენ ვაფასებთ პასუხისმგებლობას, გუნდურ მუშაობას, სამართლიანობასა და ლოიალობას.

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ: Wegroup.ge 

„wegroup“ აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის ხელმძღვანელის ასისტენტის პოზიციაზე პოზიციაზე კომპანიის სათაო ოფისში:

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 09:00 – 18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

  • კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათი;
  • ფასდაკლება კომპანიის პროდუქციაზე;
  • ანაზღაურებადი შვებულება 6 თვის შემდეგ.
  • პროფესიული წინსვლის მკაფიო შესაძლებლობები;
  • ჯანსაღ სამუშაო გარემო;
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურება;
  • იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
  • მხარდამჭერი გუნდი, რაც უზრუნველყოფს დაბალანსებულ სამუშაო გარემოს.

ფუნქცია მოვალეობები:

  • სამკაულების, შესაფუთი მასალის აღწერა, მითვლა
  • სამკაულის აღწერა ფილიალებში და საწყობში განსაზღვრული პერიოდულობით
  • სამკაულების უჯრებში განთავსება მოდელების მიხედვით
  • სამკაულების შემოწმება და დაზიანებული სამკაულების გადარჩევა
  • ქსელებში არსებული ნაშთის შევსება და შემდგომ შემოწმება ადგილზე
  • სამკაულების სწორად განთავსების კონტროლი

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ლოჯისტიკის მიმართულებით მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება;
  • Excel-ის ცოდნა;
  • რითეილ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაივლება უპირატესობად;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
  • როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდური მუშაობის უნარი;
  • მულტითასქინგური სამუშაო პროცესის მართვის უნარი;
  • განვითარებაზე და სიახლეებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.


დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!