ოპერაციებისა და მომხმარებელთა კომუნიკაციის სპეციალისტი
29-07-2026 - 02-09-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

"wegroup"-ი არის თანამედროვე დინამიური საცალო ვაჭრობის ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში 15 წელია მოღვაწეობს სამკაულების და აქსესუარების სექტორში, მაღაზიების ქსელით MANDARINA და REDBERRY, ექსკლუზიურად წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდებს: SOKOLOV, Uneaerre, NOMINATION, Nature Bijoux, Ori Tao. კომპანია წარმოდგენილია 15 მაღაზიით თბილისში და ასევე, ონლაინ მაღაზიით - Myredberry.ge და Mandarina.ge

 

ჩვენი მისიაა მივაწოდოთ მაღალი ხარისხის პროდუქტები და მომსახურება ჩვენს მომხმარებლებს, ხოლო თანამშრომლებს შევუქმნათ განვითარებაზე ორიენტირებული გარემო. ჩვენ ვაფასებთ პასუხისმგებლობას, გუნდურ მუშაობას, სამართლიანობასა და ლოიალობას.

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ: Wegroup.ge 

„wegroup“ აცხადებს ვაკანსიას ოპერაციებისა და მომხმარებელთა კომუნიკაციის სპეციალისტი პოზიციაზე კომპანიის სათაო ოფისში:

სამუშაო დღეებიორშაბათი - პარასკევი

სამუშაო საათები10:00 – 19:00

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა.

 

სამუშაოს აღწერა:

ოპერაციებისა და მომხმარებელთა კომუნიკაციის სპეციალისტის მთავარი პასუხისმგებლობაა მომხმარებლებთან სწრაფი და პროფესიონალური კომუნიკაცია, ონლაინ შეკვეთების სრულყოფილი დამუშავება და შეკვეთის სრული ციკლის კონტროლი შეკვეთის მიღებიდან მომხმარებლისთვის ჩაბარებამდე.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

  • კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათი;
  • ფასდაკლება კომპანიის პროდუქციაზე;
  • ანაზღაურებადი შვებულება 6 თვის შემდეგ.
  • პროფესიული წინსვლის მკაფიო შესაძლებლობები;
  • იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
  • მხარდამჭერი გუნდი, რაც უზრუნველყოფს დაბალანსებულ სამუშაო გარემოს.

 

ფუნქცია და მოვალეობები:

  • კომპანიის შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;
  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია კომპანიის სოციალურ და საკომუნიკაციო არხებში: Facebook, Instagram, Messenger, WhatsApp, ელფოსტა და სხვა არხები;
  • მომხმარებლის შეკითხვებზე დროული, ზუსტი და კომპანიის მომსახურების სტანდარტების შესაბამისი პასუხების გაცემა;
  • პროდუქციის, ფასების, მარაგების, გადახდის, მიწოდების, დაბრუნების, გაცვლისა და საგარანტიო პირობების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებლის პრეტენზიებისა და პრობლემური შემთხვევების დაფიქსირება, პირველადი მართვა და საჭიროების შემთხვევაში პასუხისმგებელ პირთან გადამისამართება;
  • მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვა;
    ონლაინ შეკვეთების მართვა;
  • ონლაინ მაღაზიაში შემოსული შეკვეთების ყოველდღიური შემოწმება და დამუშავება;
  • შეკვეთის სრული ციკლის კონტროლი - მიღებიდან მომხმარებლისთვის ჩაბარებამდე;
  • შეკვეთის დეტალების, მომხმარებლის საკონტაქტო ინფორმაციის, გადახდისა და მიწოდების მეთოდის გადამოწმება;
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან დაკავშირება შეკვეთის დასადასტურებლად ან ინფორმაციის დასაზუსტებლად;
  • შეკვეთების სტატუსების დროული და ზუსტი განახლება;
  • შეკვეთების კოორდინაცია მაღაზიებთან, საწყობთან, საკურიერო კომპანიებთან და შესაბამის შიდა გუნდებთან;
  • დაგვიანებული, გაუქმებული ან პრობლემური შეკვეთების მონიტორინგი და დროული რეაგირება;
  • დაბრუნების, გაცვლისა და საგარანტიო შემთხვევების პირველადი მართვა კომპანიის წესების შესაბამისად;
  • დაკარგული გაყიდვების შემთხვევებისა და მათი მიზეზების დაფიქსირება - მარაგის არქონა, დაგვიანებული პასუხი, მიწოდების პრობლემა ან სხვა ფაქტორი;
  • ახალი პროდუქციის ფოტოების ატვირთვა ონლაინ მაღაზიაში;

 

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • გამართული წერითი და ზეპირი ქართული ენის ცოდნა;
  • მომხმარებელთან თავაზიანი, პროფესიონალური და შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციის უნარი;
  • სოციალური ქსელებისა და ონლაინ საკომუნიკაციო არხების გამოყენების გამოცდილება;
    დეტალებზე ორიენტირებულობა და ინფორმაციის სიზუსტის კონტროლის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • პრობლემურ და კონფლიქტურ სიტუაციებში მშვიდად და ეფექტურად მოქმედების უნარი;
  • ონლაინ გაყიდვების, მომხმარებელთა მომსახურების, Retail-ის ან Jewellery სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

 

 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!