მარკეტინგის მენეჯერი
06-05-2026 - 07-06-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

"wegroup"-ი არის თანამედროვე დინამიური საცალო ვაჭრობის ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში 15 წელია მოღვაწეობს სამკაულების და აქსესუარების სექტორში, მაღაზიების ქსელით MANDARINA და REDBERRY, ექსკლუზიურად წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდებს: SOKOLOV, Uneaerre, NOMINATION, Nature Bijoux, Ori Tao. კომპანია წარმოდგენილია 15 მაღაზიით თბილისში და ასევე, ონლაინ მაღაზიით - Myredberry.ge და Mandarina.ge

 

ჩვენი მისიაა მივაწოდოთ მაღალი ხარისხის პროდუქტები და მომსახურება ჩვენს მომხმარებლებს, ხოლო თანამშრომლებს შევუქმნათ განვითარებაზე ორიენტირებული გარემო. ჩვენ ვაფასებთ პასუხისმგებლობას, გუნდურ მუშაობას, სამართლიანობასა და ლოიალობას.

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ: Wegroup.ge 

 

„wegroup“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე კომპანიის სათაო ოფისში:

სამუშაო დღეებიორშაბათი - პარასკევი

სამუშაო საათები10:00 – 19:00

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა.

 

სამუშაოს აღწერა:

მარკეტინგის მენეჯერი მართავს ორივე ბრენდის მარკეტინგულ სტრატეგიას, მედიაგეგმარებასა და მომხმარებელთან კომუნიკაციას. ის კოორდინაციას უწევს გარე პარტნიორებს, ამზადებს ეფექტურ ბრიფებს, აკონტროლებს კამპანიების შესრულებას, აანალიზებს შედეგებს და მონაცემებზე დაყრდნობით უზრუნველყოფს მარკეტინგული აქტივობების მუდმივ ოპტიმიზაციას.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

  • კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათი;
  • ფასდაკლება კომპანიის პროდუქციაზე;
  • ანაზღაურებადი შვებულება 6 თვის შემდეგ.
  • პროფესიული წინსვლის მკაფიო შესაძლებლობები;
  • ჯანსაღ სამუშაო გარემო;
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურება;
  • იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
  • მხარდამჭერი გუნდი, რაც უზრუნველყოფს დაბალანსებულ სამუშაო გარემოს.

 

ფუნქცია და მოვალეობები:

  • მარკეტინგული კალენდრის დაგეგმვა ორივე ბრენდისთვის.
  • სარეკლამო კამპანიის ბრიფების მომზადება გარე პარტნიორისთვის/სააგენტოსთვის.
  • მედიაგეგმის შედგენა, საკომუნიკაციო არხების, ვადებისა და ბიუჯეტის გადანაწილება.
  • მარკეტინგული ბიუჯეტის კონტროლი გეგმისა და ფაქტობრივი დანახარჯების შედარება, რეკომენდაციები ბიუჯეტის რელოკაციაზე.
  • CRM კამპანიების შეტყობინებების მართვა რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის (Opted-in customers).
  • ტექსტების მომზადება სოციალური მედიისთვის, კამპანიებისთვის, SMS-ებისთვის, ელ. ფოსტისა და BTL მასალებისთვის.
  • Instagram-ისა და Facebook-ის ორგანული კონტენტის მართვა.
  • გადაღებების ორგანიზება, ფოტოგრაფებთან კომუნიკაცია, ლოკაციების შერჩევა და ბრენდის სტილის (Brand consistency) შენარჩუნება.
  • BTL აქტივობების კოორდინაცია — მაღაზიის შიდა მასალების, სეზონური აქტივაციებისა და პერსონალის ინსტრუქტაჟის უზრუნველყოფა 15-ვე ფილიალში.
  • დიზაინის ბრიფების მომზადება გარე გრაფიკული დიზაინერებისთვის.
  • ყოველკვირეული რეპორტინგი კომპანიის დირექტორთან (CEO).

 

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის 3+ წლიანი, უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ ბრენდის მხარეს (in-house) მუშაობის გამოცდილება.
  • ქართული ბაზრის სპეციფიკის ცოდნა.
  • ინფლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
  • გამართული და ბუნებრივი წერის უნარი ქართულ ენაზე.
  • CRM-სა და მომხმარებლებთან კომუნიკაციის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
  • ანალიტიკის ცოდნა (Meta-სა და Google Analytics-ის რეპორტების წაკითხვა, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება).
  • მედიაგეგმარების გამოცდილება.
  • კომერციული აზროვნება, ორიენტირებულობა გაყიდვებზე და არა მხოლოდ კონტენტის რაოდენობაზე.

 

 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!